ქუთაისში, “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, სახელწოდებით: „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“. მოგვიანებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან გადაინაცვლეს.
“საქართველო ნაცების გარეშე“, „ მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ“, „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება”, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისიდან „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, რასაც სუტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.”დამთავრდეს “ნაციონალური მოძრაობა”. სისხლისმსმელებს, რომლებმაც შეურაცხყვეს პატრიარქი, ამას არავის ვაპატიებთ. ყელში ამოვიდნენ, რას უშვებიან ახალგაზრდებს ხომ ვხედავთ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.