სამოგზაურო სააგენტო Kiwi.com კემპინგისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. სააგენტომ კვლევა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩაატარა.
კვლევისას მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენეს და ქვეყნები 0-დან 50-მდე ქულით შეაფასეს.
კვლევის ძირითად კრიტერიუმებს შეადგენდა: ბუნებრივი მრავალფეროვნება, პეიზაჟები, დაცული ტერიტორიების მდგომარეობა, გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოება და სტიქიური უბედურებების მოსალოგნელი საშიშროება.
კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- 1. კანადა- 45
- 2. ფინეთი- 42
- 3. ბრაზილია- 41
- 4. ესპანეთი – 40
- 5. შვედეთი-40
- 6. აშშ- 40
- 7. ავსტრალია- 39
- 8. ნორვეგია- 39
- 9. არგენტინა- 39
- 10. რუსეთი-39
რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 48-ე ადგილს 31 ქულით, ურუგვაისთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან ერთად იკავებს.
bpn.ge










