LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში-ვიქტორ დოლიძე

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში-ვიქტორ დოლიძე

დაპოსტა 2024/07/11-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც წარმატებით გავართმევთ თავს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მადრიდის და ვილნიუსის სამიტებისგან განსხვავებით, წლევანდელი სამიტის დასკვნითი კომუნიკე არ იყო მრავლისმომცველი და დეტალური.

„ეს იყო მოკლე სახის, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც არ შედგება, მაშინ, როცა კომუნიკე 70-60-80 და უფრო მეტიც გვქონია, მოგეხსენებათ, პრაქტიკაში. საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ბუნებრივია, და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის ნახსენები. კიდევ ერთი მინდა დავამატო, რომ რეალობები, თუნდაც მადრიდის სამიტის და თუნდაც შარშანდელი ვილნიუსის სამიტის შემთხვევაში, შეიცვალა, დამეთანხმებით, საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის, ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და იგი იცვლება ყოველდღიურად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც წარმატებით გავართმევთ თავს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ელჩმა ისაუბრა ნატო-ს პოლიტიკურ დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში გაღებული წვლილის კუთხითაც.

ელჩის თქმით, სამიტზე ასევე მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ხარჯების ზრდის საკითხი.

„პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს დაარსების 75 წლის იუბილეს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და მე ვფიქრობ, არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის როგორიც არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. ასევე, პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე პარტნიორს და არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ თვითონ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, ყოველთვის, იცით, რომ აღიარებული არის ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, ომის დანაშაულების და ა.შ. სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, მომწვევი, ანუ მასპინძელი მხარის თანხმობის გარეშე.

ასევე, მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან, არის დაკავშირებული იმასთან, რომ ნატო მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს უფრო მედეგი და პირველ რიგში, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ისევე როგორც დაეხმაროს უკრაინას, რათა არ დამარცხდეს რუსეთთან ომში და მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. ტყუილად არ იყვნენ მოწვეული ამ სამიტზე აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია, რამეთუ სწორედ ამ რეგიონში ნატო საჭიროებს დღეს სერიოზულ დახმარებას, მათ შორის ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტექნოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს მათთან თანამშრომლობის განვითარება ამ კუთხით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"