ტურისტული კომპანია Georgia by Tamar_ის დამფუძნებელი თამარ ვაშაკიძე დღეს გადაცემა “შუადღე ქუთაისში” გვეწვია.თამარმა ტურისტულ სფეროში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.ამასთან ერთად აღნიშნა რომ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა აქცენტს ხარისხიან ტურისტებზე უნდა აკეთებდეს.
“კარგია ბევრი ტურისტი მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა ვისწრაფოდეთ რომ რაღაც აუცილებლად რაოდენობაზე ვიყოთ დამოკიდებული. მე ვფიქრობ ტურისტის ხარისხზე ვიყოთ დამოკიდებული ეს უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ვართ ჩვენ. ხარისხში ვგულისხმობ ფინანსებს. ცუდათ არა მინდა გამომივიდეს მაგრამ როდესაც ჩვენს ბუნების ძეგლებს , ცვეთა აქვს ყველაფერს აბსოლიტურად და დაბინძურების მხრივ უფრო დიდი არის ალბათობა როდესაც ძალიან ბევრი გსტუმრობს. ამიტომ ჩვენ რაღაც ოქროს შუალედი რომ ვიპოვოთ ამ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენ გვყავდეს შედარებით ნაკლები მაგრამ შედარებით ხარისხიანი ტურისტი ეგ ბევრად მისაღები არის ჩვენი ქვეყნისთვის”