თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, -ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე, რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:
„ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირს წევრი სახელმწიფო,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.










