„დღეს 11 ლაბორატორია ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს PCR-ტესტირებას. ამას მაისში მიემატება კიდევ 5 ლაბორატორია. ანუ, 16 ლაბორატორია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით გვექნება ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩაატარებს 2 550-დან 3 000-მდე PCR – ტესტს ყოველდღიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამისთვის ტესტების მარაგი არის საჭირო და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ღამე ჩინეთიდან 20 ათასი PCR ტესტი ჩამოვა.
„ჩვენ ამჟამად გვაქვს გერმანული, ბრიტანული, ამერიკის CDC-ს, სამხრეთ კორეის და ჩინეთის ტესტები. ამაღამ ჩამოდის ჩარტერი ჩინეთიდან. ჩინეთში დაახლოებით 50 ბიოტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტესტს. შერჩეულია ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოები მათ შორის და ხვალ დაახლოებით 40 ათასი კიდევ დაემატება ამ 20 ათასს. მომავალი კვირისთვის გვაქვს შესაბამისი მოწოდებები გერმანიიდან, დაახლოებით 20 ათასი“, – განაცხადა გამყრელიძემ.










