საქართველოში COVID-19-ის ხელოვნურად შექმნის ვერსიას სრულად და ნაწილობრივ 54,4% ემხრობა – კვლევა – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
კითხვაზე რამდენად ეთანხემით მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, მოსახლეობის 28,6% ნაწილობრივ, 25.9% სრულად ეთანხმება, 22,3% ამ მოსაზრებას არ ეთახმება, 23,2%-ს კიტხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 814 რესპოდენტმა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 10-15 აპრილის განმავლობაში. გამოკითხვა ჩატარდა google forms საშუალებით. მონაცემები შეწონილია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით.










