საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში 7 ნოემბერი აღარ განმეორდება და რომ მსგავსი ქმედებები ზღვარია, რომელსაც ხელისუფლება არ უნდა გადასცდეს.
“7 ნოემბერი შენთვის ან არის წითელი ხაზი, ან არ არის და იყენებ “მაგრამ”-ებს, რომ ვიღაცები გაამართლო და პირი მობანო !!!
7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან”, – ნათქვამია ნინო წილოსანის Facebook სტატუსში.
2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალისმიერად დაშალა. სპეცრაზმი შეიჭრა მედიასაშუალებების ოფისში. პრეზიდენტი მოვლენების განვითარების შემდეგ გადადგა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები.










