საქართველოს მასშტაბით, 6 თვეში ჯამში 47 267 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს. აქედან 4 220 შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოხდა, ხოლო 43 047 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, შედეგად, 6 თვეში გარდაიცვალა 328 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 5 579.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, თითქმის 62% თბილისზე მოდის. სტატისტიკის მიხევდით, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დედაქალაქში ავარიების რაოდენობამ 29 135 შეადგინა. შედეგად, თბილისში გარდაიცვალა 78 და დაშავდა 2 404 ადამიანი.
რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც წელს 6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი გადაიცვალა, სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – გარდაიცვალა 83 პირი
- მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 82 პირი
- მოხვევის მანევრის შედეგად დაიღუპა 70 პირი
- ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 56 პირი
- სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 43 პირი
- დისტანციის დაუცველობა – 28 პირი და ა.შ.










