ამ ეტაპზე საქრთველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658 საიდანაც:
6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 395.
მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 130, იმერეთში – 497.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 40, იმერეთში – 34.
1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 – თბილისში, 189 – აჭარაში.
41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.










