დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია.
კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671 ნინოა რეგისტრირებული, რითაც ქალის სახელებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, დღეს მდგომარეობით, საქართველოში ქალის ყველაზე გავრცელებული სახელების ხუთეული ასე გამოიყურება:
- ნინო – 115 671;
- მარიამ – 71 675;
- ანა – 49 730;
- მარიამი – 48 265;
- თამარ – 48 159.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, 1 ივნისი (შემოსვლის) და 27 იანვარი (გარდაცვალების).