4 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსს მიაღწევს. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“. გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.









