“საქართველოში შრომითი უფლებები უგულებელყოფილია – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა განუცხადა.
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლიანდაგზე დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
რკინიგზაზე, მუშები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟს ახორციელებდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.










