LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია

დაპოსტა 2025/03/03-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობის შემცირება, თუმცა, ეს შედეგი საკმარისი არ არის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა 20%-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობის კი 16%-ს. მელიქიძის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ „საქართველოში ბავშვები საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენაა“.

„გასული 5 წლის მონაცემების მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე წლიდან წლამდე მცირდება. ბოლო მონაცემით, რომელიც არის 2023 წლის (2024 წლის არ გვაქვს ჯერ), ბავშვთა სიღარიბემ 20% შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა მოსახლეობის სიღარიბე იყო 16%. მიუხედავად იმისა, რომ კლების ფენომენი არსებობს, სიღარიბეში გაზრდილი ყოველი მე-5 ბავშვი სახარბიელო მაჩვენებელი სულაც არ არის“, – განმარტავს მელიქიძე.

აბსოლუტური სიღარიბე ითვლის მინიმალური ფინანსური ზღვრის ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობას. ამ მიდგომით საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია, თუმცა განსხვავებულ მდგომარეობას აჩვენებს იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 249 852 ბავშვი. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 16 წელს ქვემოთ 764 759 ბავშვია. ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-3 ბავშვი გაჭირვებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მცირდება აბსოლუტური სიღარიბე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. ქეთი მელიქიძე მონაცემებს შორის სხვაობას ხსნის იმით, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სოციალური ქულების ზედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს სოციალური დახმარება ენიშნებათ. მაგალითად, წინა წლებში ქულათა მაქსიმალური ზღვარი 75 ათასი იყო, მოგვიანებით ზღვარი 100 ათასამდე გაიზარდა, ახლა კი 120 ათასს შეადგენს.

„Unicef-ი წლების განმავლობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას და ცდილობს შესთავაზოს სხვადასხვა დახმარების პროგრამის დიზაინი, რაც ბავშვს სოციალური დაცვის სისტემის ყურადღების ცენტრში მოაქცევს. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ სიღარიბის მიზნობრივი დახმარების ფარგლებში, 2015 წლიდან გაჩნდა დანამატი თითო ბავშვზე თვიური ფინანსური დახმარება, ამჟამად მოცულობა 200-ლარს შეადგენს.

ჩვენ გავაკეთე ანალიზი – დახმარების მიმღები ბავშვების მშობლებს ვეკითხებოდით, რაში იყენებდნენ ამ ფულს და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დიდი თანხა, სტაბილურად შესული ფინანსები ოჯახში ყველა მშობლის მიერ აღქმული იყო დადებითად, ზოგისთვის ეს იყო პრევენცია, რომ საზღვარგარეთ არ წასულიყო სამუშაოდ, ზოგისთვის კი შეღავათი ქირის გადასახადზე“, – აღნიშნავს მელიქიძე.

„საქართველოში ბავშვების 38% განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის“

 

გარდა აბსოლუტური სიღარიბისა, ბავშვთა სიღარიბე ითვლება მრავალგანზომილებიანი მიდგომითაც. ეს მეთოდი ადგენს იმ ძირითად საჭიროებებს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, შემდეგ კი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ადგენს ბავშვთა სიღარიბის დონეს ქვეყანაში. მელიქიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კვლევა საქართველოში Unicef-მა საქსტატთან ერთად ჩაატარა 2023 წელს. პროცესში დადგინდა 16 კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მონაცემების ანალიზი, მათ შორის იყო მაგალითად, შემდეგი კომპონენტები: აქვს თუ არა ბავშვს წვდომა ასაკის შესაფერის წიგნზე, აქვს თუ არა საშუალება და დრო ბავშვებთან გართობის, აქვს თუ არა საკმარისი ცილოვანი, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით სავსე საკვები, აქვს თუ არა ასაკის შესაფერისი სათამაშო და ა.შ.

მელიქიძის თქმით, სიღარიბის მრავალგანზომილებიანმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 38% განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. ეს მაჩვენებელი გაცილებით ახლოს არის იმ ბავშვთა რაოდენობასთან, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ (დაახლოებით 33%), ვიდრე აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფ ბავშვთა რიცხვთან (20%).

„ანალიზმა აჩვენა, რომ რომ საქართველოში ბავშვების 38% არიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე. შემდეგ ამ ჯგუფშივე არსებული უთანასწორობის შესახებაც ჩავატარეთ ანალიზი. მონაცემებმა აჩვენა, რომ სოფლად უფრო მაღალია ბავშვთა სიღარიბე, ვიდრე ქალაქად. ასევე, აღმოჩნდა რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ეს პროცენტი 70%-ს აღწევს, წარმოიდგინეთ როგორი კრიტიკული მდგომარეობაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 70%-ს არ აქვს მინიმალური მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა“, – დასძინა ქეთი მელიქიძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რასაც ბავშვობაში სიღარიბე გამოვლილი ადამიანი ზრდასრულობაში აწყდება.

„სიღარიბეს, რომელსაც ბავშვობაში აწყდება ადამიანი, აქვს გრძელვადიანი ზემოქმედება. ძალიან ხშირად მიყვება ბავშვს ახალგაზრდობასა და ზრდასრულობაში და საკმაოდ დიდ დაღს ასმევს მას. ამის მიზეზია ის, რომ როდესაც ადრეულ ასაკში ბავშვი სიღარიბეშია (რომელიც ბავშვის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია) არ ხდება ყველა იმ რესურსის მობილიზება ბავშვის გარშემო, რომელიც მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ დროს ბავშვს მაგალითად შესაძლოა, არ ჰქონდეს სრულფასოვანი კვება, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო, ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე და ზოგადად ასეთი ბავშვის ფსიქო-ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებისთვის ძალიან ბევრი რისკი იქმნება. როდესაც ასეთი საწყისი ეტაპით ბავშვი შეაბიჯებს ახალგაზრდობაში, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ძალიან დიდია რისკი, ეს ახალგაზრდა იყოს არა დოვლათის შემქმნელი და აქტიური მონაწილე ქვეყნის და საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში, არამედ პირიქით ეკიდება სოციალური დაცვის სისტემას და დამატებით წნეხს ქმნის“, – აღნიშნავს ქეთი მელიქიძე.

„გაცილებით უფრო ძნელია ოჯახი ამოიყვანო სიღარიბიდან, ვიდრე არ დაუშვა ოჯახის ჩავარდნა სიღარიბეში“

 

რაც შეეხება გამოსავალს, განაგრძეთ კითხვა

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"