LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

დაპოსტა 2026/01/06-ში
A A
685
ნახვა
გაზიარება

თამბაქო გაძვირდა – 1 იანვრიდან ფასმა თითქმის ყველა სახეობის სიგარეტზე მოიმატა.

როგორც “პირველებს” თამბაქოთი მოვაჭრეები ეუბნებიან, იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა.

ზოგიერთი მოვაჭრე თამბაქოს გაყიდვისგან დროებით თავს იკავებს, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდება.

გაყიდვა შეჩერებული მაქვს, ვიდრე ფასები განისაზღვრება, – ეუბნება “პირველებს” მოვაჭრე. 

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ სიგარეტზე ფასის მატება ვერ გახდება მწეველისთვის თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზი. ბესიკ დონაძის თქმით, ადამიანები უფრო იაფი ალტერნატივის ძებნას დაიწყებენ, რაც, ბუნებრივია, უხარისხო იქნება.

ზოგადად, ნებისმიერი გადასახადის მატება მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, თორემ რაც შეეხება კონკრეტულად აქციზის მომატებას, ეს არის ისეთი გადასახადი, რომელიც მყისირად აისახება პროდუქტების სარეალიზაციო ფასზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიგარეტს, სიგარეტის მომხმარებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ფასის გამო მას თავს არ დაანებებს, ეს მძიმე ტვირთი იქნება მისთვის, ამიტომ დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას ანუ უფრო იაფი და უხარისხო სიგარეტის ძებნას გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში არ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, არ არის მაღალი ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრება, – ამბობს ბესიკ დონაძე.  

ინფორმაცია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდებოდა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურეს “ქართული ოცნების” წევრებმა.

სადავო პარლამენტში გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღეს.

კანონპროექტების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათ განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“.

  • ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
  • იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.

ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1,9 ლარი იყო, ახლა 1,3 ლარამდე შემცირდა.

გაზიარება274

დაკავშირებული -პოსტები

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა – ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურა - ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ავარია მანავთან – დაშავებულია 5 ადამიანი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სა­გა­რე­ჯო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავდა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ნავ­ში რამ­დე­ნი სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

დაწვრილებითDetails

რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
რიტუალი, რომელსაც მარიამის დღესასწაულზე საკრარული მნიშვნელობა აქვს
მთავარი

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.   სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული,...

დაწვრილებითDetails

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა წარმატებას მოგიტანთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.   ტყუპები   ახალი შესაძლებლობა ან საინტერესო სიახლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"