საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა.
შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ღირებულებამ 47 თეთრიდან 1.24 ლარამდე მოიმატა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მარტიდან, მას შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)
Gulf (ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 10-დან 30 თეთრამდე; 7 მარტიდან ზრდა 66-თეთრიდან 1.24 ლარამდე)
- G-Force სუპერი – 4.19 ლარი (3.53 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით;
- G-Force პრემიუმი – 3.79 ლარი ( 3.07 ლარი იყო), 7 მარტიდან ზრდა 72 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი – 3.65 ლარი (2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 68 თეთრით;
- ევრო რეგულარი – 3.63 ლარი (2.92 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 71 თეთრით;
- G-Force ევრო დიზელი – 4.37 (3.13 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.24 ლარით;
- ევრო დიზელი – 4.27ლარი ( 3.35ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 92 თეთრით.
Wissol (ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 10-დან 17 თეთრამდე; 7 მარტიდან ზრდა 64 თეთრიდან 1.16 ლარამდე)
- ეკო სუპერი – 4.18 ლარი ( 3.54 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 64 თეთრით;
- ეკო პრემიუმი – 3.78 ლარი (3.12 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით;
- ეკო დიზელი – 4.39 ლარი (3.23 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარით;
- ევრო დიზელი – 4.34 ლარი (3.18 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარი.
- ევრო რეგულარი -3.63 ლარი ( 2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით.
Socar ( ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 10-დან 22-თეთრამდე, 7 მარტიდან ზრდა 47 თეთრიდან 1.16 ლარამდე)
- ნანო სუპერი – 4.02 ლარი (3.55 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 47 თეთრით;
- ნანო პრემიუმი -3.65 ლარი ( 3.11 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით;
- ნანო ევრო რეგულარი – 3.49 ლარი ( 2.95 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით;
- ევრო 5 დიზელი – 4.14 ლარი (2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.15 ლარით;
- ნანო ევრო 5 დიზელი – 4.24 (3.08 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარით.
Rompetrol (ბოლო 1 კვირაში გაიზარდა 16-დან 23 თეთრამდე – 7 მარტიდან ზრდა 55 თეთრიდან 1.17 ლარამდე)
- Efix სუპერი – 4.22 ლარი (3.59 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 63 თეთრით;
- Efix ევრო პრემიუმი – 3.78 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 63 თეთრით;
- ევრო რეგულარი – 3.59 ლარი (3.04 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით;
- Efix ევრო დიზელი – 4.32 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.17 ლარით;
- ევრო დიზელი – 4.27 (3.10 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.17 ლარით.
Portal (ბოლო 1 კვირაში გაიზარდა 10 თეთრით – 7 მარტიდან ზრდა 55-თეთრიდან 1.10 ლარამდე)
- სუპერი -3.59 ლარი ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 60 თეთრით;
- პრემიუმი – 3.49 ლარი (2.94 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით;
- ევრო რეგულარი – 3.29 ლარი (2.74 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით;
- ევრო დიზელი – 4.09 ლარი ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.10 ლარით;
- ეფექტური დიზელი – 3.79 ლარი ( 2.84 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 95 თეთრით.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით მეხუთედი, ბაზარს სწორედ, ჰორმუზის სრუტით მიეწოდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ნავთობის მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.










