1-ლი დეკემბრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68,3 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკური ცენტრის “SovEkon”-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 315,5 აშშ დოლარია.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში პურის გაძვირებას არ გამორიცხავს.
“15 თებერვლიდან რუსეთი დამატებითი რეგულაციებს, ანუ ე.წ. კვოტირების შემოღებასაც გეგმავს და ეს ხორბალს კიდევ უფრო გააძვირებს. შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში პური გაძვირდეს, სავსებით რეალურია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ










