LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში პროდუქტები გაძვირდა

საქართველოში პროდუქტები გაძვირდა

დაპოსტა 2019/08/02-ში
A A
123
ნახვა
გაზიარება

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 3 მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.2 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-8.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.0 პროცენტი).

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (15.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.9 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

რა საფრთხეს შეიცავს გაბზარული კვერცხი – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრების განცხადება
მთავარი

ცხელი საკვების მაცივარში მოთავსება და გაბზარული კვერცხის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო. მისი განმარტებით, მომზადებული კერძი ოთახის ტემპერატურაზე...

დაწვრილებითDetails

საწვავი ისევ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი კი 100.6 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ეცემა.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 228 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 5.85%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – განახლებული კურსი 24 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7231 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა
მთავარი

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება მთავრობის, კერძო...

დაწვრილებითDetails

თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში
მთავარი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის  აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და  სიცოცხლისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
წუწუნით და თხოვნებითაც დავიღალეთ – რატომ იხურება რძის მწარმოებელი კომპანია „შირაქი”
მთავარი

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს  სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის...

დაწვრილებითDetails

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს. “გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი; უახლესიდან დავიწყებ. სავარაუდოდ, ჩემი “ფეისბუქი” მალე...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"