LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოში მუზეუმები იხსენება

დაპოსტა 2020/06/17-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გაზიარება436

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.   სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.   გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქადეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.   „გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი საფრანგეთში ბაჩო ბაჩანა ქადიეშვილი გლოვობს ჩემი...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან, ხვალ 40 დღე სრულდება. სიონის ტაძარში დაგეგმილ მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.   „ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოუსმინეთ საკუთარ გულის ხმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია, მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.   კურო...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
მთავარი

ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო გაიაფებას განაგრძობს – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 686 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.42%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის...

დაწვრილებითDetails

” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების...

დაწვრილებითDetails

25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში: 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"