საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა.
50 წლამდე ქართველი მამაკაცია რამდენიმე დღის წინ ირანში იმყოფებოდა და გუშინ საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.