LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/12/21-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება.

„ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციისგან. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იმისთვის იყენებს, რომ ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას თავს დაესხას. ეს რა თქმა უნდა, მძიმე ლაქაა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც უსაფრთხოების სისტემას შეეხებოდა, მათ შორის, საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის, ვის აქებენ იქ? შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მინისტრს, იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათი დამსახურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის უწყებები მადლობებს გვიხდიან… ზუსტად ამ ადამიანების – ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურებაა, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარია. ამის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რომელიც ქართველმა ხალხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს დავანახეთ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესს ეწინააღმდეგება და სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ადმინისტრაცია, რომელსაც ამერიკელმა ხალხმა მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას.

ეს გახლავთ სრულად ამერიკული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როცა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადმინისტრაციის თვითნებური გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობებს აზიანებს. ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციაა, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი “გლობალური მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი “ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის” საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.   ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ეცადეთ, თქვენი ემოციები და სიყვარული უფრო აქტიურად აჩვენოთ ახლობლებს. მათი მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ.     კურო   გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მიზნებზე. მცირე იმედგაცრუებები ნუ შეგაშინებთ — საბოლოოდ ყველაფერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"