LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 221 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი – 50 ადამიანი ირანის მოქალაქეა

დაპოსტა 2023/10/19-ში
1.7k
ნახვა
გაზიარება

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 221 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი – 50 ადამიანი ირანის მოქალაქეა, 34 თურქეთის, 28 უკრაინის, 19 კი რუსეთის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე, ეგვიპტის, უზბეკეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და იორდანიის მოქალაქეებიც.

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, აღნიშნულ სამ თვეში, ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 32-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა – 20 პირი უკრაინის მოქალაქეა, 6 სირიის, 4 ავღანეთის, 1 ერიტრიის, ხოლო 1 დაუდგენელი მოქალაქეობის. ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს მიენიჭა, მათგან 3 ირანის, 1 თურქეთის, 1 სირიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი – 22 თურქეთის მოქალაქეა; 20 ირანის, 6 ეგვიპტის, 5 პაკისტანის, 5 რუსეთის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 52 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ირანის 10 მოქალაქე; ინდოეთის 6; პაკისტანის 5; რუსეთის 5; აზერბაიჯანის 4.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 24 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის – 5; პაკისტანის 5; ლიბიის 4; თურქეთის 2; ინდოეთის 2.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

გაზიარება694

დაკავშირებული -პოსტები

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
262
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
20
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
138
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
21
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
44
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
388
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
266
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
131
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.9k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
799
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».