საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას სახლში ეწვია.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს.
„საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა სამ ოპოზიციურ პარტიას: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“.