„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით შემცირდა.
„საქსტატი“ იანვარი-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი (4.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატი“ საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნებს.