LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/05/14-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

მათი განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას და ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას.

“ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ;
  19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  23. კავკასიის უნივერსიტეტი;
  24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი;
  31. ევროპის უნივერსიტეტი;
  32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  33. თბილისის თავისუფალი აკადემია;
  34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;
  35. ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი;
  36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
  37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი;
  38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.   ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც უნალექო დღეა....

დაწვრილებითDetails

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.   კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ....

დაწვრილებითDetails

” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით, მეოთხედან მესამე ადგილზე გადმოვიდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქსტატის მონაცემებით ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით ქუთაისი იმ ქალაქებს შორისაა სადაც მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით ქუთაისი 160 971 მცხოვრებით მეოთხედან მესამე...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"