ისტორიული გამარჯვება – ქართველმა წყალბურთელებმა, ხორვატიასა და მონტენეგროში მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე, სერბეთი პენალტების სერიაში დაამარცხეს.
მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 11:11 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ქართველმა სპორტსმენებმა 12:11 იმარჯვეს.










