საქართველოს ფოსტამ იტალიაში გზავნილები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია ფოსტის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
გზავნილები განახლდა შემდეგი მიმართულებებით: რეჯო-კალაბრია, რეჯო-ემილია, მონტოვა, ბოლონია, მოდენა და ბარი.
გარკვეული შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებდა. იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.