საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი წამყვანი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა .
ლია მიქაძე დაიბადა თბილისში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1956-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, იყო საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი დიქტორი და წამყვანი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის სატელევიზიო ანძის სიახლოვეს, ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს – ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.










