რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ VKontakte-ის პირად გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მედვედევი რუსეთის „საზღვრების აღდგენაზე“ და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე საუბრობდა.
“საქართველოს (რუსეთთან) მიერთებამდე, ის უბრალოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნი იყო: ქართლ-კახეთი – დედაქალაქით ტიფლისში, იმერეთი – დედაქალაქით ქუთაისში, ორი შავიზღვისპირა სამთავრო – სამეგრელო და გურია, და სვანეთის სამთავრო მთებში. ანუ, დღევანდელ საზღვრებში საქართველო მხოლოდ რუსეთის იმპერიის ჩარჩოში შეიქმნა. საქართველო ილტვოდა რუსეთისკენ, რადგანაც ესმოდა: ის ერთადერთი მოკავშირე იყო საკმაოდ მტრული მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში. ახლაც იგივე ამბავი მეორდება. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში შეიძლება გაერთიანდეს.”












