საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა თანაგრძნობა გამოხატა თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისათვის.










