LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პრეზიდენტი КГБ-ს ოფიცერს სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის სრულ უფლებას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტმა 5 ადამიანი შეიწყალა

დაპოსტა 2020/01/06-ში
A A
136
ნახვა
გაზიარება

შეწყალების ახალი კრიტერიუმების და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას – ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული და დეესკალაცია მთავარი მიზანი უნდა იყოს.

„დასრულდა 2019 წელი და დაიწყო ახალი წელიწადი ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით, მართალია, სულ რამდენიმე, მაგრამ მნიშვენლოვანი საკითხების გარშემო. იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი წლის მიზანი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე ისაუბრა შეწყალების აქტის შესახებ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ და აღნიშნა, რომ ახალი კრიტერიუმების შემუშავების შედეგად დღეს შეწყალების აქტი იქნა მიღებული.

„შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმებნის შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით – შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
მთავარი

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...

დაწვრილებითDetails

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...

დაწვრილებითDetails

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
მთავარი

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"