კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა “კავკასიის ბარომეტრი” 2024, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% თავისი ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს – მონაცემი ყოველწლიურად იზრდება . კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, გამოკითხულთა 2%-მა – თურქეთი, 1%-მა სომხეთი
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია, 8%-ის აზრით აზერბაიჯანი, 7% პასუხობს, რომ უკრაინა, 4-4% თურქეთსა და გერმანიას. 2% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი რუსეთია, იგივე პროცენტული მაჩვენებლები აქვთ სომხეთსა და საფრანგეთს. გამოკითხულთა 1-1% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ჩინეთი და ისრაელია. გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არაა.










