LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში – გიორგი გახარია

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ხარისხიანი ვაქცინა – გიორგი გახარია

დაპოსტა 2021/01/15-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წარმატებულად როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩნდება სამი ახალი პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ერთ-ერთი მათგანი ეხება ტესტირების გაფართოვებას, ასევე, ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნებას იქ, სადაც ამისი აუცილებლობა იარსებებს და მესამე პრიორიტეტი დაკავშირებული იქნება ვაქცინაციასთან.

„აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში, ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში უკვე ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია. ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით, დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია ისახავს მიზნად რამდენიმე ამოცანას – პირველი, უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებლია ლოგისტიკასთან, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი, ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე, ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ და მესამე, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ამასთან დაკავშირებით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდგომ მთავრობაზე იქნება დამტკიცებული, ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული,“- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
მთავარი

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი 30 წლის დათო სამხარაძეა. „შენ სამოთხის ბიჭი ხარ, დედამიწა აატირე...“, - წერენ სოციალურ ქსელში. გარდაცვლილ ახალგაზრდას...

დაწვრილებითDetails

“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა
მთავარი

ჩემი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენმა წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გურამ...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი, მათ შორის –...

დაწვრილებითDetails

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. პაპუაშვილი წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართავს. „გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმში უნალექო ამინდია....

დაწვრილებითDetails

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი: მოემზადეთ მოულოდნელი პრობლემების გადასალახავად. შეიძლება გარემოებები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ .   კურო: იყავით კრეატიული და დაჟინებული, რათა მიაღწიოთ სასურველს. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ინიციატივებს .  ...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"