LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
79 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ჩვენ არ გვყავს, მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდაა – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/11/23-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება
ინდექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინტერნეტით პოსტს ავრცელებს სახელწოდებით: „ჩვენთან ავსტრიაში“
„რატომღაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი (საბედნიეროდ არა ყველა) თავს ვალდებულად თვლის, რომ საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ….. ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად და მაღალ დონეზე კეთდება. ეს არის უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულება მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში – დიდი ტყუილი. საქართველო, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ეკონომიკური რესურსებით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის სიძლიერით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია, რომ სწორედ COVID პაციენტების კლინიკური მართვის სეგმენტში, ბოლო დროს COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს – ეს არის ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.92%) და1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა (233). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების COVID-19-ის დარგის ლიდერები, თვით პროფესორ Anthony Fauci-ის ჩათვლით პრაქტიკულად ერთხმად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხომ ვერ ხვდებით რატომ? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის.
ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში საქმიანობს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს „მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია – ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება ითქვას ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას – 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258). ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი „მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდ სასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები ავუხსნა მას, რომ „ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე „მათთან ავსტრიაში“.
ამავე დროს მინდა გამოვეხმაურო გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის ბ-ნ გიორგი გრიგოლიას, ასევე ა.წ. 21 ნოემბრის უაღრესად ემოციურ პოსტს. ამ შემთხვევაში მე მთლიანად ვიზიარებ ბ-ნი გიორგის გულწრფელ შეშფოთებას და წუხილს საქართველოში COVID შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა – საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით უარი თქვა განმეორებით lockdown-ზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალმხრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერ-ჯერობით მართალია სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი – სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინდა დავარწმუნო ბატონი გიორგი გრიგოლია და საქართველოს ყველა კეთილის მოსურნე, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.” – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება476

დაკავშირებული -პოსტები

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით – ნახეთ ეს როგორ დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„დღეს საღამოს საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - ხვალ დილით კი მიხვდებით, რატომ“,- ამის შესახებ ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი წერს. „ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მარტივი პრაქტიკაა, რომელსაც ძილის დროს სივრცის...

დაწვრილებითDetails

ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს
მთავარი

ახალგაზრდა ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ლეჩხუმმა დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გააცილა უკანასკნელ გზაზე. თორნიკე ბრეგვაძე - განათლებული, სანდომიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, საუცხოო თანამესუფრე, ერთგული...

დაწვრილებითDetails

მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო. მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის....

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა
მთავარი

„იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა. შეგახსენებთ, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას საქმეზე დაკავაბულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"