LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თბილისში კოვიდ მიმღები კლინიკა დააყაჩაღეს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია სამხედრო საველე ჰოსპიტალების მოწყობის რეკომენდაციით გამოდის

დაპოსტა 2020/12/01-ში
A A
713
ნახვა
გაზიარება

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ეპიდვითარების გამო ამჟამად არსებულ პრობლემებზე საუბრობს და სათანადო რეკომენდაციებს გასცემს. მათი განმარტებით, პრობლემის არსი არის შემდეგი: გადატვირთული კლინიკები; არადროული ტრიაჟი; მასიური ტესტირების განუხორციებლობა; სამედიცინო პერსონალის დეფიციტი; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ნაკლებოპერატიულობა და ვირუსულ დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობა.

საქართველოს კლინიკების ასოციაციის ცნობით, პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს შემდგომი ღონისძიებები: „1) კლინიკური დატვირთვის შემსუბუქების მიზნით დიდ კლინიკებთან უნდა მოეწყოს ,,ტრიაჟცენტრები“ და სამხედრო საველე ჰოსპიტლები, სადაც განთავსდებიან მსუბუქი სიმძიმის, მაგრამ საყურადღებო (გართულების მაღალი რისკის მქონე) პაციენტები, რომელთა დინამიკაში მეთვალყურეობა აუცილებელია ჰოსპიტალურ პირობებში, ხოლო სტაციონარულ სექტორში განთავსდებიან მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტები. 2) ტრიაჟის ოპერატიულ რეჟიმში განხორციელება და პაციენტის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის შეფასება უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის პირველადი რგოლის მიერ, ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით და დამატებით საველე ,,ტრიაჟცენტრებში“ სამხედრო ექიმების დახმარებით; 3) ინფიცირებული მოსახლეობის სრულყოფილი მონიტორინგის და დროული იზოლაციის მიზნით უნდა დაიწყოს მასიური ტესტირება ,“კარდაკარის“ პრინციპით, მარტივი სწრაფტესტების გამოყენებით, რომელსაც უპრობლემოდ განახორციელებს სამხედრო სან-ინსტრუქტორები და მაშველები; ამავე დროს, პროფილის მიუხედავად, ყველა სახის კლინიკასა და ამბულატორიაში უნდა ჩატარდეს პაციენტთა ტესტირება იზოლაციის წესთა სრული დაცვით; 4) სტაციონარულ სექტორში სამედიცინო პერსონალის (ექიმი, მედდა, სანიტარი) დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით სამოქალაქო სამედიცინო სექტორს დროულად უნდა დავახმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სან-ინსტრუქტორები და სანიტრები. რაც არსებულ ვითარებაში საგრძნობლად განტვირთავს მედპერსონალის დატვირთვას, რომელიც ანორმული ხასიათისაა და 24 საათში შეადგენს 1 ექიმზე საშუალოდ 8 პაციენტის ნაცვლად – 24 პაციენტს, 1 მედდაზე საშუალოდ 4 პაციენტის ნაცვლად – 12 პაციენტს. მსგავსი რეჟიმით მუშაობას დამატებითი ძალების დახმარების გარეშე ადამიანური რესურსი ფიზიკურად ვერ გაუძლებს; 5) მიმღებ სტაციონართან სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტლებისა და ,,ტრიაჟცენტრების“ არსებობით, გამარტივდება ინფიცირების ნიშნების მქონე პაციენტთა დიფერენციაცია, განიტვირთება რიგები და სწრაფად განთავისუფლდებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები შემდგომი რეაგირებისთვის. 6) საქართველოს კლინიკების ასოციაცია დაინტერესებულ ტელეკომპანიებს გთავაზობთ COVID 19-თან დაკავშირებით ერთობლივ სამედიცინო-შემეცნებით პროექტს – ,,ტელემკურნალი“, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული რჩევების, დაავადების პრევენციის, პროფილაქტიკის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით, ამავე დროს მოსახლეობის თვითშეგნების და მათი ფსიქო-ემოციური სტატუსის უფრო მეტად ამაღლების თვალსაზრისით, სრულიად უანგაროდ და ქველმოქმედებით ითანამშრომლებს ყოველდღიურ შემეცნებით გადაცემათა ციკლში, რომლის ფარგლებშიც სტუდიაში და დისტანციურად მოწვეული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები გასცემენ მაღალკვალიფიციურ რჩევებს. შედეგები: 1) განიტვირთება სტაციონარული სექტორი და გამონთავისუფლდება საწოლები მძიმე პაციენტთათვის; 2) განიტვირთება მიმღები განყოფილებები და ტრიაჟი იქნება უფრო ეფექტური; 3) დროულად მოხდება ინვაზირებული პაციენტების გამოვლენა და იზოლაცია; 4) შეივსება სამედიცინო პერსონალის დეფიციტი; 5) გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულობა; 6) მოიმატებს მოსახლეობის ინფორმაციულობა ვირუსულ ინფექციაზე, დაიხვეწება ქცევის წესები და ამაღლდება თვითშეგნება.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით დარწმუნებული ვართ გადავდგამთ პოზიტიურ ნაბიჯებს, ეფექტურ დახმარებას აღმოვუჩენთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორს და ერთგვარად პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას“,-აღნიშნულია საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება285

დაკავშირებული -პოსტები

ნალექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:   უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.   თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და შედეგიანი იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ. ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს. ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე...

დაწვრილებითDetails

საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში – ავტომობილი დედა-შვილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში ავტომობილი დედა შვილს დაეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმა რომ ორივე დაიღუპა, თუმცა როგორც ცნობილია ავარიას დედა ემსხვეროლა, 3 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში. ჭავჭავაძის გამზირზე დედა...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
მთავარი

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მძიმე ავარია – არიან დაშავებულები
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა პატიმრობა შეეფარდა – “საფარი”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა  რესტორანში იჩხუბეს – კონფლიქტში ქურდები ჩარიეს
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" განცხადებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო.   ორგანიზაციის ცნობით, საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"