LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გამონათქვამები

დაპოსტა 2025/01/04-ში
33
ნახვა
გაზიარება
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია მეორის გამონათქვამები:
,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!” აი, ეს არის ჩვენი ერის ორი სანუკვარი თხოვნა – ძალა და მშვიდობა! თუ ძალა ღვთისა არ იქნება ჩვენ ზედა, არ იქნება არც მშვიდობა. თუ ღმერთი სწყალობს ერს ან პიროვნებას, მშვიდობაც ექნება მას, სიხარულიც, სიყვარულიც და ერთგული ადამიანებიც ეყოლება. მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა უნდა დაიმსახუროს ეს წყალობა თავისი შრომითა და ღვაწლით.”
…
,,უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.“
…
,,ადამიანი ყოველდღე გამოცდის წინაშე იმყოფება და სულ უნდა აირჩიოს კეთილი ან ბოროტი. ღმერთმა თავისუფალი ნება იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, ღვთის კურთხევის გარდა, თვითონ ადამიანმაც მიიღოს მონაწილეობა.
რა არის თავისუფლება? თავისუფლება ის მდგომარეობაა, როცა ადამიანი კეთილს ირჩევს და ბოროტს უარყოფს. თავისუფლება ყოველდღიური გამოცდაა ადამიანისა. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, რომ გაარჩიოს, სად არის თეთრი და სად – შავი, სად – ბოროტი და სად – კეთილი“
…
,,გიყვარდეთ ერთმანეთი, უნდა შევიყვაროდ ერთმანეთი, იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს, სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ.“
…
“თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის.”
…
,,დღეს მთელი მსოფლიო პრობლემების წინაშე დგას; ჩვენთანაც მრავალი განსაცდელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა – ეს არის ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი გაუტანლობა, ჩვენი მკაცრი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. როცა ხედავ შეცდომილ ადამიანს, ნუ ჩქარობ მის განსჯას, ჯერ საკუთარი თავი დააყენე მის ადგილზე. ადვილად შესაძლებელია, რომ იმ ცოდვაში, რასაც შენ დღეს განიკითხავ სხვა ადამიანში, ხვალ შენ თვითონ ჩავარდე“
…
,,ნუ იფიქრებთ იმას, თითქოს სიმართლე მხოლოდ თქვენშია. ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ შესაძლოა ჩვენზე უკეთესი აზრი სხვამ გამოთქვას. ამიტომ მოთმინებითა და ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს და თუკი მისი აზრი ჩვენსას სჯობს, გავიზიაროთ იგი. დაბეჯითებით გთხოვთ, ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა! ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს ჩხუბსა და მტრობაში. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ჩვევად აქვს მშვიდად უსმინოს თანამოსაუბრეს და შეუძლია სხვისგან მიიღოს კეთილი აზრი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!“
…
,,როცა ადამიანს ჰგონია, რომ ხალხმა და ადამიანებმა მიატოვეს. სწორედ მაშინ არის უფალი ჩვენთან და არ გვტოვებს, ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი“
…
“ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ ნუ მიენდობით მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ უფლის სასოება არ დაკარგოთ ყველაზე მძიმე წუთებშიც და მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით სავსე.”
…
“წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ”
…
“ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში – გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.”
…
,,უსურვეთ და გაუკეთეთ სიკეთე ყველას, იმასაც კი, ვინც თქვენ გაწყენინებთ ან გმტრობთ და სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ცოდვას,რადგან ყოველი დანაშაულისთვის და ყოველი მცდარი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე.“
…
,,საოცარია, რომ უმეტესად სხვებს ვაკვირდებით, ვცდილობთ, დავინახოთ მათში ცოდვა და გვიჩნდება სურვილი, რომ იგი გამოსწორდეს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან, უპირველეს ყოვლისა გამოსწორება ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ.“
…
,,რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მუდამ ადგეს ჭეშმარიტების გზას? უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა აღვზარდოთ საკუთარი სწორი მაგალითით. სათნო ცხოვრების მაგალითი ბავშვს მშობელმა უნდა აჩვენოს და ეს სამუდამოდ დარჩება მის ცნობიერებაში ისეთ მაგალითად, რომელსაც აუცილებლად მიბაძავს და გაიმეორებს. მახსენდება ჩემი მშობლები; მათი საქციელი ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის.“
…
,,მუდამ გახსოვდეთ და ნურასდროს დაივიწყებთ: როცა სიხარულია თქვენთან, ნუ გაამაყდებით, ნუ იფიქრებთ, თითქოს მუდამ ასე იქნება და განცხრომას ნუ მიეცემით. ხოლო როცა მწუხარება გეწვევათ, გახსოვდეთ, რომ არც ესაა სამუდამო და მას აუცილებლად შეცვლის სიხარული!”
…
,,კიდევ ერთი უძვირფასესი ცნება – ადამიანი. ადამიანი არის საოცარი ქმნილება ღვთისა. ყოველი კაცი არის უნიკალური და განუმეორებელი. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ყოველ მათგანს. უფლება არ გვაქვს, შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებათა. თვითონ სიტყვა ”ადამი” ნიშნავს წითელ მიწას, თიხას. სწორედ თიხისგან შექმნა ღმერთმა კაცი და შთაბერა მას სული ცხოველი.“
…
,,ცხოვრება შედგება ამაღლებისა და დაცემისაგან. მაგრამ რომ დაეცემი, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. ისევ უნდა ადგე და სთხოვო უფალს შენდობა და ძალა და კვლავ გააგრძელო ცხოვრების გზა. ისიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი. უფალმა იცის, ვის რომელი ჯვარი მისცეს: ზოგს დიდ ჯვარს აძლევს, ზოგს – მცირეს; ზოგს აძლევს ერის ჯვარს (ერის სიმძიმეს), ზოგს – ოჯახის ჯვარს, ზოგს – ბერობის ჯვარს და ა. შ. და როცა უჭირს ადამიანს ჯვრის ტარება, ამ დროს უფალი თვითონ ეხმარება, იქვე არის უფალი და შეეწევა ამ ჯვრის ბოლომდე მიტანაში. მთავარია, მუდამ გვქონდეს სამი უმთავრესი სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. იმედით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აი, ამ იმედით უნდა იტვირთოს თავისი ჯვარიც და სხვათაც, შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს კეთილი საქმეებით.”
…
,,თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება… ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება.“
გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
66
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
783
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.5k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
231
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
30
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
249
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
24
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
38
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
23
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
54
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».