“19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ფონდს დავაარსებთ…
ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, ფონდ “ანწუხელიძის” დამფუძნებელი იქნება გიორგი ოჯახი, კერძოდ გმირი მეუღლე და გმირი დედა, ქალბატონი მაკა…
ფონდის მიზანი იქნება, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ბავშვების სწავლის და განვითარების ხელშეწყობა, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შევეცდებით და მოვინდომებთ, რომ ჩვენს პატარა მეგობრებს ჰქონდეთ ლამაზი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი…
აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, კვირას დიდი წვეულება მოვაწყოთ ფონდის პრეზენტაციისთვის, სადაც არ არიან დაპატიჟებული არც ჟურნალისტები და არც პოლიტიკოსები… და საერთოდ არც არავინაა დაპატიჟებული, სამაჩაბლოში არსებულ მავთულხლართებთან მცხოვრები ბავშვების გარდა, რომლებიც ახლა, რუსების მიერ მაიორ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, მძიმე ფიქრებს და შიშს ებრძვიან საკუთარ თავში…
მომავალშიც, პირობას ვდებთ და ვიფიცებით ყველაფერს, რომ მხოლოდ პატარებთან ვიქნებით პასუხისმგებლები” | წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში
ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა
ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ. აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...










