LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეიდან უქმეები დაიწყო

საქართველოს ევროპის მასშტაბით უქმე დღეების რეკორდული მაჩვენებლი აქვს

დაპოსტა 2024/05/22-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს. მიზეზი მთავრობის 30 აპრილისა და 15 მაისის დადგენილებებია, რის საფუძველზეც, ჯერ 7,8,10 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, შემდეგ კი 2024 წლის 17 მაისი(ოჯახის სიწმინდის დღე). ოფიციალურად, შრომითი კოდექსის თანახმად დასვენებებისთვის წელიწადში 17 დღე არის გამოყოფილი, მაგრამ წელს მათი რაოდენობა 21-მდე არის გაზრდილი, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, საფრანგეთში ოფიციალურად 11 დასვენების დღე არის, მაგალითად ახალი წლის (1 იანვარი), შობის (25 დეკემბერი), ბასტილიის აღების 14 ივლისი) და ა.შ. საფრანგეთის არდადეგები მეტწილად ქვეყნის ძლიერ კათოლიკურ მემკვიდრეობას და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება, ამის ნათელი მაგალითი სწორედ ბასტილიის დღეა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას აღნიშნავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა.

გერმანიაში სახალხო არდადეგების საერთო რაოდენობა 9-13 დღეა და ფედერალური მიწების მიხედვით მერყეობს. ახალი წლისა და შობის გარდა აღსანიშნავია გერმანიის ერთიანობის დღე (3 ოქტომბერი). ამ შემთხვევაში ეროვნული და რეგიონული დღესასწაულების ნაზავთან გვაქვს საქმე, რომლებიც ქვეყნის თანამედროვე ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირშია.

იტალიაში საჯარო არდადეგების რაოდენობა ოფიციალურად 12-ს შეადგენს, საერთო დღესასწაულების გარდა აღსანიშნავია გათავისუფლების დღე (25 აპრილი). დღესასწაულების უმრავლესობა წმინდანებსა და რელიგიურ მოვლენებს, ხოლო განთავისუფლების დღე კი იტალიაში ნაცისტური ოკუპაციის დასასრულს უკავშირდება.

ესპანეთში დასვენებისთვის 14 დღეა დათმობილი. ქრისტიანული დღესასწაულების გარდა, განსაკუთრებით აღნიშნავენ ესპანეთის ეროვნულ დღეს (12 ოქტომბერი). ეროვნული დღე კოლუმბის მიერ, ამერიკის აღმოჩენას უკავშირდება.

დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 8 სახალხო არდადეგების დღეა. ისინი მოიცავს ტრადიციულ ქრისტიანულ დღესასწაულებს და ზოგიერთ უნიკალურ ბრიტანულ კალენდარს, როგორიცაა მაგალითად Boxing day. მიუხედავად უცნაური სახელისა, იგი საბანკო დღესასწაულია და არაა დაკავშირებული რაიმე ისტორიულ თუ რელიგიურ მოვლენასთან.

აქედან გამომდინარე საქართველოს უფრო მეტი სახალხო არდადეგები აქვს, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს (8) და საფრანგეთს (11), შედარებით უფრო ახლოს ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი (14) და იტალია (12). როგორც უკვე აღინიშნა გერმანიის არდადეგების რაოდენობა შტატებში განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე დიდსულოვან შტატებშიც კი, სულ 13 დასვენების დღეა, რაც ჩამორჩება საქართველოს მაჩვენებელს.

bpn.ge

გაზიარება410

დაკავშირებული -პოსტები

„საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ“-შსს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ კარი შეამტვრია და ბინაში მოკლული გოგო იპოვა, მკვლელი თურქეთში გაიქცა – ბაია პატარაია

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოში ეროვნებით აზერბაიჯანელი გოგო მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს. პატარაია ამბობს, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელ გოგოს ორი დღე ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ბინის...

დაწვრილებითDetails

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა
მთავარი

კას­პში მომ­ხდარ ავა­რი­ას მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი, კა­ლათ­ბურ­თე­ლი შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მან­ქა­ნა ბოძს შე­ე­ჯა­ხა რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა და მისი მე­გო­ბა­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი, ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლის...

დაწვრილებითDetails

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ცნობით, მანქანა ბოძს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. პირად...

დაწვრილებითDetails

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირველ ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქუთაისში პირველ ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება მისამართებზე: 11:00 საათიდან  19:00 საათამდე 509 აბონენტს გაეთიშება : გათიშვის არეალი: ქუთაისი/ხუნდაძის, ქუთაისი/თაბუკაშვილის, ქუთაისი/დადიანის, ქუთაისი/თაბუკაშვილის 4შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 2შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 6შ, ქუთაისი/გამსახურდიას 6შ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"