„პლატსის“ მიხედვით, ერთ თვეში, საქართველოს ბენზინი 5%-ით, ხოლო დიზელი 2%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენდა 727.08 დოლარს (სექტემბერში 695.05 დოლარი იყო), ევრო-დიზელზე – 674.64 დოლარი (სექტემბერში 663.71 დოლარი იყო).
შესაბამისად, ბენზინის ღირებულება 32.03 დოლარით, ხოლო დიზელის 10.93 დოლარით არის გაზრდილი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე, „პლატსის“ მიხედვით, საწვავის ფასი ბოლო 4 თვის განმავლობაში (სექტემბრის ჩათვლით) შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, bpn.ge დაინტერესდა, რა ღირს დღეს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე.
Socar:
- ნანო სუპერი – 3.50 ლარი
- ნანო პრემიუმი – 3.11 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი – 2.95 ლარი
- ევრო 5 დიზელი – 3.07 ლარი
- ნანო ევრო 5 დიზელი – 2.98 ლარი
Wissol:
- ეკო სუპერი – 3.54 ლარი
- ეკო პრემიუმი – 3.14 ლარი
- ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
- ევრო დიზელი – 3.07 ლარი
- ეკო დიზელი – 3.12 ლარი
- დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
Gulf:
- G-Force სუპერი – 3.55 ლარი
- G-Force პრემიუმი – 3.15 ლარი
- G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
- ევრო რეგულარი – 2.95 ლარი
- ევრო დიზელი – 3.13 ლარი
Rompetrol:
- სუპერი – 3.58 ლარი
- ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
- ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
- Efix ევრო დიზელი -3.20 ლარი
- ევრო დიზელი – 3.10 ლარი
Portal:
- პრემიუმი – 2.79 ლარი
- ევრო რეგულარი – 2.59 ლარი
- ევრო დიზელი – 3.09 ლარი