საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთი ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო ვერსიაში – ფლეგ-ფეხბურთის სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.
მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს. მასთან ერთად ამ ჯგუფში არიან ევროპის ახლანდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, ასევე – დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ნაკრებები.
ტურნირი ტარდება ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IFAF) ეგიდით. გუნდები რვა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფებში გააგრძელებს ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონატი 27-30 აგვისტოს გაიმართება.










