„გაზპრომმა“ საქართველოსთან ახალი შეთანხმებების დროს, მკაცრად დააფიქსირა ქვეყნის ვალდებულება გაზის შერჩევის შესახებ. ამასთან, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100 % -ის გამომუშავებისას. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„ფასი საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო საკონტრაქტო მოცულობის წლიური 100 %-იანი გამომუშავებისას. ამჟამად, ამ შერჩევის ვალდებულებები მკაცრად არის დაფიქსირებული“ – განაცხადეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება. მინისტრის განმარტებით, ფასის შემცირება დაახლოებით 15%-ს შეადგენს.







