საქართველომ გერმანია დაამარცხა. სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ფუტზალში საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. მატჩს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო. მატჩი ევროპის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. ჯგუფში საქართველოსა და გერმანიის გარდა ავსტრიისა და კოსოვოს ეროვნული გუნდები არიან.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ, 30 იანვარს იმავე დარბაზში 19:00 საათზე ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს
გიგა ლელაძე