ორშაბათიდან მსუბუქი ავტოტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილდება, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასულიო იყო ან საცხოვრებელი ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს და 2 დღით, ორშაბათი და სამშაბათი, ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდგომ ის შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება“, – აღნიშნა გახარიამ.










