საფრანგეთში, ქვემო რეინის დეპარტამენტში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღკვეთეს.
სამართალდამცველებმა თორმეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის, დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი ლიდერი – ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დაჯგუფების ხელმძღვანელი.
დაკავებულთა სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 4 მანქანა და 1 მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, 17 000 ევრო, ძვირადღირებული სამკაულები და ტყავის ნაწარმი ამოიღეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.