ბენდმა, რომელიც საფრანგეთის საზღვარზე საცობში იყო გაჭედილი მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის კონცერტი გამართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კალეში მოხდა. ჯაზ-ბენდის მუსიკოსების ნაწილი ავტომობილთან ახლოს უკრავდა, ნაწილი კი მანქანის სახურავზე. კონცერტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.









