“პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, დაკავებულია. დაშავებულები არ არიან”, – დაწერა ჟერალდ დარმანენმა Twitter-ზე.
მან პოლიციას ოპერაციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ორშაბათს საღამოს, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიაში ორი ქალი მძევლად აიყვანა. პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო. მოგვიანებით, მან ერთი მძევალი გაათავისუფლა.
რადიო Europe 1-ის ცნობით, თავდამსხმელი 56 წლის ტუნისელი მამაკაცია. პოლიციის მოსვლის შემდეგ მან საფრანგეთის იუსტიციის მინისტრთან, ერიკ დიუპონ-მორეტისთან საუბრის უფლება მოითხოვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობა აქვს.