საფრანგეთში, ილი და ვილენის დეპარტამენტში უკანონო მუსიკალური წვეულების დაშლის დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 სამართალდამცველია.
გავრცელებული ინფორმაციით, 1500-მა ადამიანმა ქალაქ რედონის მახლობლად მუსიკალური წვეულების გამართვა სცადა.
ფრანგული მედიის ცნობით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს, წვეულების სტუმრებმა კი პასუხად, პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
სიტუაციის დეესკალაციისთვის ადგილზე 400-ზე მეტი პოლიციელი მივიდა და წესრიგის დამყარება მხოლოდ 7 საათის შემდეგ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.