საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 499 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. ქვეყანაში გარდაცვალების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 523-ს შეადგენს.
რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ორშაბათის შემდეგ ახალი შემთხვევების რიცხვი 7 578 – ით გაიზარდა და 52 128-ს აღწევს.
ქვეყანაში ინტენსიურ თერაპიას 5 565 ადამიანი გადის .