“საფრანგეთი და გერმანია ღრმად შეშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. ის შედგენილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,” – წერს X-ზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ემანუელ მაკრონთან ერთად გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










