
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ჟან კასტექსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (AstraZeneca) სრულად აცრილია.










